2016 წლის ბიუჯეტი და ადგილობრივი გენდერული პერსპექტივები

  
21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ტელეგადაცემა გავიდა, რომელმაც მაყურებელს გააცნო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობა 2016 წლის ბიუჯეტში გენდერული კომპონენტების ინტეგრირებისათვის.
გადაცემისთვის მომზადებულმა ტელესიუჟეტმა საბჭოს რეკომენდაციებისადმი ქუთაისის საკრებულოსა და მერიის მესვეურთა კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოკვეთა და თვალსაჩინო გახადა ის საკითხები,  რომლებიც ახალ ბიუჯეტში აისახება. მათ შორის გენდერული კომპონენტების გათვალისწინება სოციალურ ინფრასტრუქტურაში, აუტიზმით დაავადებული ბავშვების დახმარების პროგრამები და სხვა.  თვითმმართველობის წევრების განცხადებით, საბჭოს  ახალი ინიციატივები აუცილებლად წაადგება ქალაქს.  
გადაცემაზე  საბჭოს წევრების მიერ ხაზგასმული იყო თვითმმართველობასთან ურთიერთობის ახალ, უფრო პროდუქტიული თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლა. ამისი დასტური - მერიის მიერ საბჭოში საკუთარი წარმომადგენლის დელეგირება, რაც უფრო მჭიდრო კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები