„გენდერული ამბები“ რადიო „თავისუფლების“ ბათუმის სტუდიიდან მოგვითხრობს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ღონისძიებაზე - მრგვალ მაგიდაზე „თაობათა დიალოგი - გენდერული და ჰარმონიული საზოგადოებისათვის“. მონაწილეები გვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს თაობათა შორის სრულფასოვანი კომუნიკაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
რას ნიშნავს გენდერული განათლება, რატომაა ასე მნიშვნელოვანი გამოცდილების გადაცემა და ახალგაზრდების ინტერესების პატივისცემა; როგორ გამოვიყენოთ ბათუმის ინტელექტუალური გამოცდილება და როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლობა სასწავლო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელოს შესაქმნელად; რა რეკომენდაციები გაისმა ახალგაზრდების, დარგის სპეციალისტების, პედაგოგების მხრიდან; რა პროექტებს წარადგენს გენდერული საკონსულტაციო საბჭო ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მხარდასაჭერად - ამის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს სიუჟეტი.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით