რადიოგადაცემაში მოთხრობილია სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა. პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხორციელდება და მასში სენაკის გენდერული საბჭოს წევრები არიან ჩართული. მათი განცხადებით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან ჩატარებული ვორკშოპები ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული განათლების ხელშეწყობის, ოჯახში ძალადობის შემცირების კუთხით.
გადაცემის რესპონდენტები შეეხნენ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებულ საჭიროებათა კვლევას, ისაუბრეს მის მიზანზე, მიღებულ შედეგებზე. დასახელდა ქალების, ახალგაზრდების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველი და სხვა სამოქალაქო ჯგუფების მიერ პირველი რიგის საჭიროებად დასახელებული პრობლემები. მათ გამოთქვეს იმედი, რომ კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება სენაკის თვითმმართველობის ბიუჯეტში და ამის საფუძველს წინა წლების გამოცდილება აძლევთ.