„ძველი ქალაქის“ ეთერში გავიდაფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული რადიოგადაცემა, რომელზეც ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა (ფონდი „სოხუმის“, ქუთაისის საკრებულოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები) ადგილობრივ გენდერულპოლიტიკასა და მის ფორმირებაში ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მონაწილეობაზე ისაუბრეს. კერძოდ: საიდან იღებს სათავეს საბჭოს მიერ თვითმმართველობისათვის წარდგენილი წინადადებები და რეკომენდაციები, როგორია ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია მათთან მიმართებაში, რომელი საკითხები აისახება, სავარაუდოდ, ახალ ბიუჯეტში.
გადაცემის სტუმრები 16-დღიან კამპანიაში საბჭოს მონაწილეობასაც შეეხნენ და ადგილობრივ დონეზე ქალთა გენდერული ძალადობისაგან დაცვის კუთხით აუცილებელი ღონისძიებები განსაზღვრეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით