26 და 29 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ რუბრიკა „გენდერული ამბები“ სამ ბლოკში შეეხო ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შედეგებს.
საბჭოს პოზიციით, ქალაქის მომავალ ბიუჯეტში უნდა აისახოს ჩატარებული კვლევების შედეგა შემუშავებული რეკომენდაციები. იყო საუბარი თვითმმართველობის პერსონალთან გამართული ტრენინგების შესახებ, რომელთაც გენდერული განათლების საკითხები მოიცვა, მათ შორის სამართლიანობის კუთხით არსებული ყველაზე დიდი გამოწვევა - გენდერული დისკრიმინაცია და ძალადობის სხვადასხვა ფორმა. ასევე გამოიკვეთა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული მექანიზმები და პრობლემაზე რეაგირების კუთხით თვითმმართველობის შესაძლებლობები და პასუხისმგებლობა.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით