ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით სიუჟეტი გავიდა. მასში გაშუქდა ინფორმაცია ხონში ჩატარებული მრგვალი მაგიდის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ინფორმირებას ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიურ მიდგომებზე.
სიუჟეტში აისახა პროექტის მიმდინარეობა: როგორ მუშაობს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ხონში, რომელი პრობლემის ადვოკატირება მოხერხდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე რომელი საკითხის ადვოკატირებაზე უწევთ მუშაობა. მაყურებელი მოისმენს ინტერვიუს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტში და რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება.