ტელესიუჟეტი სენაკის „ეგრისის“ ეთერში

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასულმა სიუჟეტმა შეაჯამა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში გაწეული მუშაობა ადგილებზე გენდერული პერსპექტივების დანერგვის კუთხით.

როგორც სიუჟეტში გამოჩნდა, საბჭოს მიერ განხორციელებულმა პროექტმა „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“ საზოგადოების, სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამის დასტური იყო საბჭოსა  და სენაკის ბაღების  გაერთიანებასთან  გაფორმებული მემორანდუმი, ჩატარებული ღონისძიებები.
 სიუჟეტში გამოჩნდა ასევე, რომ  საბჭომ მოახერხა გაეზარდა პარტნიორთა წრე და თავის საქმიანობაში აქტიურად ჩართო სხვადასხვა ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურა, არასამთავრობო ორგანიზაცია და რაც მთავარია, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც კარგად აცნობიერებს   საკითხის აქტუალობას, აღიარებს საბჭოს წამყვან როლს ადგილზე გენდერული განათლების ხელშეწყობაში და მაღალ შეფასებას აძლევს საბჭოს ეგიდით განხორციელებულ საქმიანობას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები