დღეს პორტალ „გურიის მოამბის“ გადაცემა „მთავარ თემაში“ ოზურგეთის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ და საბჭოს მოადგილემ ლალი სიჭინავამ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს.
გადაცემის სტუმრებმა იმ პროექტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რამაც ბოლო წლების განმავლობაში გენდერულ საკითხებში საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მზარდი ინტერესი გამოიწვია.
საბჭოს ხელმძღვანელებმა მათ სავიზიტო ბარათად გამორჩეული პროექტი „კიბო განაჩენი არ არის“ დაასახელეს.
საუბარი იყო რეგიონებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ადგილობრივი ხელსუფლების როლზე სხვადასხვა პროექტების განხორციელების საქმეში.
როგორც ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საბჭოს 9 პროექტი აქვს განხორციელებული, სამომავლოდ კი, იმ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რა საჭიროებებიც საზოგადოებასთან თანამშრომლობისას გამოკვეთება.