ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელიც ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დანერგვის კუთხით არსებულ მდგომარეობას შეეხო.
გადაცემაში მონაწილეობდნენ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი, ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები. გადაცემის მონაწილეები შეეხნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ საქმიანობას გენდერული კვლევების, ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული სტრატეგიის გზამკვლევის შემუშავების, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოების საკონსულტაციო სერვისის, გენდერულ სამოქმედო გეგმებზე მუშაობის კუთხით. ქუთაისისა და წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტების გენდერულ პროგრამებზე, კვალიფიციურ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე.
გადაცემაში გასულმა სიუჟეტმა წყალტუბოსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე და თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოგვითხრო.
გადაცემა მომზადდა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.