უჩვეულო გადაცემა „მეგა ტვ“-ს ეთერით

.be

უჩვეულო გადაცემა გაიმართა რეგიონული ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ეთერით. უჩვეულო იმიტომ, რომ საგანგებო ვითარებაში, კარანტინის პერიოდში მომზადდა.  მასში  ნაკლებადაა უშუალო ინტერვიუ და მეტი წილი ეთმობა ჩართვებს სახლებიდან, ფოტომასალას. გადაცემამ შეაჯამა ექვსთვიანი  მუშაობა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობაზე საუბრობენ. მაყურებელი ნათლად ხედავს პროექტის მიზანს, მოსალოდნელ შედეგებს, რომელთა აქტუალობა ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა.

გადაცემის ორგანიზატორია პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაცია - მეწარმე ქალთა ფონდი. პროექტს ახორციელებენ ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და  იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები