ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის - ეს აქტუალური საკითხი განიხილეს წყალტუბოს საკრებულოს დარბაზში, სადაც თავი მოიყარა საინტერესო აუდიტორიამ: თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, ახალგაზრდები, ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები.
მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელშიც მოცემულია კონფლიქტისშემდგომი პერიოდის და მოლაპარაკების პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები, გალის მოსახლეობის პრობლემები და პოტენციალი.
ჯგუფური მუშაობის დროს შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს საინტერესო წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიურ ტრანსფორმაციას.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით