ფონდმა „სოხუმმა“ მრგვალი მაგიდა ჩაატარა ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკაში. ძალადობის აღკვეთის სამართლებრივი ასპექტები, დასავლეთ საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალთან ჩატარებული კვლევის შედეგები, პუბლიკაცია „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“ - ამ საკითხებზე ისაუბრეს ფონდის წარმომადგენლებმა.
მრგვალი მაგიდის მონაწილე ექიმებმა თავიანთი პრობლემები გაახმოვანეს - დროის ნაკლებობა პაციენტთან ურთიერთობისას, კანონებში არსებული ხარვეზები, მედპერსონალის უსაფრთხოება და მრავალი სხვა. რა თქმა უნდა, ფონდთან თანამშრომლობის სურვილიც გამოითქვა ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების კუთხით. ამ მიზნით სამედიცინო დაწესებულებასა და ფონდ „სოხუმს“ შორის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.