როგორ ვმართოთ კონფლიქტები ოჯახში, როგორ ავარიდოთ მოზარდები აგრესიას - ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი ახალგაზრდებმა ხონში, ფოთსა და კოკში ჩატარებულ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ვორკშოპებზე. ისინი თვლიან, რომ სკოლები ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ერიდებიან პასუხისმგებლობას. რადგან ხშირ შემთხვევაში არ იციან, რა აქტივობები უნდა ჩაატარონ ძალადობის პრევენციისათვის.
სამართლებრივად ვის ევალება მუშაობა ძალადობის პრევენციისთვის, ვინ არიან რეფერალური მექანიზმის სუბიექტები - ახალგაზრდებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ამ თემაზე. მათი მოსაზრებით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ პრობლემის დაფარვა და იგნორირება არ არის გამოსავალი, პირიქით, რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ ძალადობის მასშტაბებზე, რომ ყველამ გააცნობიეროს მისი ნეგატიური შედეგები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)