2018 წლის 10 იანვრიდან დაიწყო ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. ეს არის ქალთა უფლებების კუთხით ფონდის მრავალწლიანი მუშაობის გაგრძელება.
ბოლო 6 წლის განმავლობაში საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს ქალთა მხარდაჭერის 6 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი).
იანვრიდან მათ დაემატა კიდევ სამი ქალაქი - თერჯოლა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, სადაც შეიქმნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრები.
დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა ძალადობის მსხვერპლთა და კრიზისული ოჯახების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციისათვის, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა თვითმმართველობებთან.
პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა და ძალადობის მსხვერპლთა განთავსება (კრიზისული პერიოდის განმავლობაში). ცენტრში ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგ-სემინარი ძალადობის მსხვერპლთათვის და კრიზისული ოჯახების წარმომადგენლებისათვის; შეთავაზებული იქნება პროფესიული კურსები; მოხდება მათი დასაქმების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში ასევე იმუშავებს ოჯახში ძალადობის კანონის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუების და ანკეტირების მეშვეობით მოამზადებს რეკომენდაციათა პაკეტს.
პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალთა უფლებების გაძლიერებას და გენდერული ძალადობის პრევენციას დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში.
პროექტიხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)