მენტალიტეტი, პიროვნული ფასეულობები და ღირებულებები რა კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან, რამდენად შესაძლებელია ასეთი კონფლიქტების მართვა - ამ თემაზე გაიმართა ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან ქუთაისში, წყალტუბოსა და სენაკში.
მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს, რას ნიშნავს მათთვის იდენტობა და საკუთარი ისტორიების განხილვით ჩაერთნენ დისკუსიაში.
- მე სოფელში ვცხოვრობ, ვთვლი, რომ მდიდარი ოჯახი მაქვს. მყავს ბევრი ძროხა, ქათმები. არ მაკლია საჭმელ-სასმელი. ეს ჩემთვის ფასეული და ღირებულია. სამი ბიჭი მყავს. რძალმა რომ გამომიცხადოს, ეს ყველაფერი ჩემთვის არაფერს ნიშნავს და არც მაინტერესებსო, კონფლიქტი გარდაუვალია.
- არ მიყვარს, ქალი რომ სიგარეტს ეწევა. ჩემს ოჯახში სხვა ფასეულობები არსებობს. თუ ვინმე ამ მენტალიტეტს დაარღვევს, ბუნებრივია. კონფლიქტი შეიქმნება.
ასეთი იყო ვორკშოპის მონაწილე ქალების აზრი. მიაჩნიათ, რომ კონფლიქტების თავიდან აცილება თუ გვინდა, აუცილებელია პატივი ვცეთ სხვა ადამიანების ღირებულებებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)