ინფრასტრუქტურული პროექტების გენდერული ასპექტები - ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

  

ინფრასტრუქტურული პროექტების გენდერული ასპექტები განიხილეს დღეს ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე. მოწვეულმა სტუმარმა - ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ილია ყუფარაძემ შეკრებილთ 22 პროექტი წარუდგინა, რომლის განხორციელებაც წელს იგეგმება ხონში: ქალაქის შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია, სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზის მოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების შეღებვა-შელამაზება... გამგეობის წარმომადგენელმა კლუბის წევრების შეკითხვებს უპასუხა და მათ პირობა მისცა, რომ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებაც მიაწვდის ინფორმაციას.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები