იურისტის საინფორმაციო შეხვედრას ქუთაისში, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის კოლექტიურ ცენტრში ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი ქალები და მამაკაცები. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მათი ინფორმირებულობა სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე, მათი პრობლემების გამოვლენა და მოგვარების გზების ერთობლივი ძებნა.
კოლექტიური ცენტრის მთავარი პრობლემები: არ არის დაგებული კორპუსამდე მისასვლელი გზის საფარი, არ არის გასართობი ატრაქციონები ბავშვებისთვის. გადაწყდა, მომზადდეს ერთობლივი განცხადება ადგილობრივი ხელისუფლების სახელზე.
ასევე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაცია მრავალშვილიან ოჯახზე, მათთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით