3 სექტემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრის მონაწილე 8 ქალმა მოისმინა საუბარი თემაზე - საჯარო ინფორმაციის მიღების და გამოთხოვის თავისებურებანი. ინფორმაციები, რომლებზეც წვდომა და მოთხოვნის უფლება გვაქვს.
გაიცა კონსულტაცია მცირეწლოვანი ბავშვის ინვალიდობის პენსიის დანიშვნის და მისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)