17 მარტს ფონდი „სოხუმის“ იურისტი სენაკში შეხვდა ფოთის ქუჩის მოსახლეობას. შეხვედრას ესწრებოდა 12 მოქალაქე (მათ შორის დევნილები).
მათ მიეწოდა ინფორმაცია თემაზე „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, მუნიციპალიტეტის კოლეგური ორგანოების სხდომების საჯაროობის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცების შესახებ“. დევნილთა მთავარი პრობლემაა განსახლება - 23 წელია, ახლობლის ოჯახში ცხოვრობენ, მაგრამ მეპატრონე ითხოვს სახლის გათავისუფლებას. დევნილებმა არ იცოდნენ, ვისთვის უნდა მიემართათ. იურისტმა აუხსნა აპლიკაციების შევსების, ქულების მინიჭების კრიტერიუმების და სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე გაიცა აგრეთვე ინდივიდუალური კონსულტაციები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით