ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ 9 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, თერჯოლა, ოზურგეთი, ლანჩხუთი) წარმომადგენლები - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. ის ადამიანები, რომლებიც მობილიზებას და ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა სახის შეხვედრებს.
ისინი გაეცნენ პროექტს „ქალთა უფლებების გაძლიერება“, მის მიზნებს, სამუშაო კონცეფციას, დაგეგმილ ღონისძიებებს.
ყოველ მათგანს სამუშაო განწყობა აქვს, რადგან ეს მუშაობა ხელს შეუწყობს თანაკუთხელი ქალებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)