„კონფლიქტი ჩვენს შიგნით“ - ამ თემის განხილვამ განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია ახალგაზრდებში.
კონფლიქტურ სიტუაციებში ჩვენ ყველგან ვეძებთ დამნაშავეს, საკუთარი თავის გარდა. მიზეზი კი ჩვენს შიგნით მიმდინარე კონფლიქტებია - რადგან არ ვიცით, როგორ ვმართოთ საკუთარი ემოციები, როგორ ჩავაქროთ ჩვენს შიგნით ხანძარი.
ამ მოსაზრებას ეთანხმება ვორკშოპების მონაწილეთა უმრავლესობა. მათ მიიღეს რჩევები, როგორ გათავისუფლდნენ უარყოფითი ემოციებისაგან, როგორ მართონ პიროვნული კონფლიქტები.
- რაც უფრო მეტი ადამიანი მოახერხებს „შიგნით“ მიმდინარე ემოციების მართვას, მით უფრო ნაკლები კონფლიქტი იქნება საზოგადოებაში, ოჯახებში. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ამ საკითხებზე დაფიქრების საშუალებას გვაძლევს, - მიიჩნევენ ახალგაზრდები.
ვორკშოპები გაიმართა წყალტუბოში, ხონსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)