5 ნოემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა მოაწყო სოფელ გოჩა ჯიხაიშში.
ფსიქოლოგის თემა ეხებოდა ძალადობას და მის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ოჯახში ძალადობაზე რეაგირების აუცილებლობას-ინტერვენციასა და პრევენციას.
შეხვედრის მონაწილე ქალბატონებს იურისტმა მიაწოდა ინფორმაცია კანონზე „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ასევე გაიცა იურიდიული კონსულტაცია, რომელიც ეხებოდა განქორწინების შემდეგ წარმოშობილ ქმრის ვალდებულებას თანასაკუთრებისა და ალიმენტის გადახდის თაობაზე.
ბოლოს ქალბატონებმა გულწრფელი კმაყოფილება გამოხატეს და ითხოვეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ფონდმა „სოხუმმა“ გააგრძელოს მათთან სერიული შეხვედრები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)