8 ივლისს ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში, ყოფილი აბრეშუმკომბინატის კოლექტიურ ცენტრში. აქ სივიწროვესა და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ დევნილი და ადგილობრივი ოჯახები - აქვთ საერთო სველი წერტილი და სამზარეულო, დაზიანებულია კანალიზაცია, რის გამოც არის ანტისანიტარია.
დევნილ ოჯახებს შევსებული აქვთ აპლიკაცია და ელოდებიან განსახლებას, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი არ გვარდება.
ფონდი „სოხუმის“ იურისტმა გასცა კონსულტაციები შეხვედრის მონაწილეთათვის საინტერესო საკითხებზე. ერთ-ერთი ოჯახის სურვილით კი მომზადდა განცხადება და გაიგზავნა დევნილთა და განსახლების სამინისტროში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით