სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაასრულა მუშაობა მინი-პროექტზე „თეატრალიზებული ქალთა უფლებები“, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტი განხორციელდა სამ სოფელში: ახალსოფელში, თეკლათსა და ნოსირში. ამას წინ უძღოდა შეხვედრები სოფლის რწმუნებულებთან და მაჟორიტარებთან. რაც მთავარია, მუშაობა რეჟისორთან და მსახიობებთან, რომელთაც დადგეს სცენები ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. ჩვენებებს ახლდა აქტიური დისკუსიები. თეატრის ენით ნათქვამი სიმართლე იყო ძალიან ეფექტური, გასაგები და შთამბეჭდავი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)