სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ბენეფიციარები 15-დან 50 წლამდე. საუბრობდნენ ოჯახურ ბედნიერებაზე, ბედნიერების საფუძვლებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, ოჯახის კეთილდღეობაზე.
ბევრი აქტუალური, მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მიიღეს მონაწილეებმა. მათ განსაკუთრებით დაამახსოვრდათ ფსიქოლოგის რჩევა: ბევრი ქალი ელოდება, რომ მისი საყვარელი ადამიანი მიუხვდება სურვილს ან ცუდი განწყობის მიზეზს. თუ რაიმე გინდათ - უთხარით ამის შესახებ, თუ შეურაცხოფილი ხართ - ესეც უთხარით. ამგვარად მამაკაცი უკეთ შეძლებს თქვენს გაგებას და თქვენც ნაკლები საბაბი გექნებათ გულისტკენისათვის.