29-30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს ქობულეთში ჩატარდა ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებისათვის. ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო 6 ცენტრის 11-მა მობილიზატორმა. სამი დღის განმავლობაში მათ იმუშავეს პროქტების შემუშავებაზე და განიხილეს რამდენიმე თემა: პროექტის წერა, მიზნების ფორმულირება, პრობლემების იდენტიფიკაცია და სააპლიკაციო განაცხადებთან მუშაობა, პროექტების ფინანსური მენეჯმენტი, პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და განაწილება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)