ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

1, 7 და 11 მაისს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 21 პირს.
წყალტუბოსა და ხონში შეხვედრის თემა იყო პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა. ქალების აქტიურობის ფონზე გაანალიზდა პასუხისმგებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კი გაიმართა ორი ინდივიდუალური შეხვედრა კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით და დაიგეგმა მომდევნო ვიზიტები.
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები