ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები ქუთაისში, სენაკში, ხურჩაშიფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები

  

ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაიმართა ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მონაწილეობდა 22-დან 65 წლამდე ასაკის 34 ქალი, მათ შორის 11 დევნილი.

ქალებმა ისაუბრეს საინტერესო თემაზე  - ურთიერთობების დონეები და პერიოდები, ბედნიერი ურთიერთობების პირობები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.

- ურთიერთობების აწყობა რთული პროცესია. არავინ ვართ უნაკლო, ყველას გვაქვს სისუსტეები. მაგრამ არ არის სწორი, ისარგებლო ამით და ტკივილი მიაყენო ადამიანს. თუ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, ისწავლეთ გაცემა და არა მხოლოდ მოთხოვნა და მიღება. პატიოსანი თამაშის წესები გამოიყენეთ, გაუფრთხილდით ურთიერთობებს - სწორედ ამას მოაქვს სიხარული, - გვირჩევს ფსიქოლოგი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები