ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა შეხვედრა პრობაციონერ ქალებთან. იურისტმა გააცნო მათ კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ახალი შესწორებები. ფსიქოლოგმა ისაუბრა სტრესსა და ტრავმაზე, რა პრობლემებითაც მიმართავენ მას ქალები. თბილმა გარემომ გულახდილობისკენ უბიძგა ქალებს და თავიანთი პირადი პრობლემები გაანდეს ერთმანეთს. მათ მიიღეს რეკომენდაციები, ბროშურები რჩევებით, საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)