ფონდი „სოხუმი“ ყოველთვიურად ატარებს ძალადობის მონიტორინგს. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა აპრილში შეავსეს მსხვერპლ ქალთა 15 ანკეტა. ანკეტებში აღწერილია ძალადობის რეალური შემთხვევები - ქმრის, დის თუ ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.
ყველა 15 შემთხვევა დაფიქსირებულია, ძალადობის ობიექტებს ეცნობა ფოდნის სერვისების შესახებ და მიმდინარეობს დაკვირვება რეაგირების დინამიკაზე.
დაზარალებული ქალებიდან მხოლოდ სამი მივიდა ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე, ორმა მათგანმა გაიარა იურიდიული კონსულტაცია და მათ მიეცა მიმართულება შესაბამის სტრუქტურებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)