ძალადობის მონიტორინგი - 11 ქეისი

დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მოქმედ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ყოველთვიურად ტარდება ძალადობის მონიტორინგი. შემდგომ ხდება მიღებული ინფორმაციის გადამისამართება ფონდი „სოხუმის“ იურისტთან და ფსიქოლოგთან.

აპრილში იდენტიფიცირებული იყო  ძალადობის 11 ქეისი - ძირითადად, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა, აგრეთვე ფიზიკური ძალადობის 2 შემთხვევა. 1 ქალს მიენიჭა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, სამმა ქალმა მუშაობა განაგრძო ფსიქოლოგთან და ამდენივემ - იურისტთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები