„ნუ მოითმენ, დაარღვიე დუმილი“ - ასე ჰქვია ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტს. მისი მიზანია, ინფორმირებით და სამართლებრივი დონის ამაღლებით ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების შემცირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მერის წარმომადგენელთან სოფელ კახათში. ოჯახში ძალადობაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე შეხვედრები გაიმართა კოკსა და კახათში მცხოვრებ ქალებთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)