იანვრიდან ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფსიქოთერაპიულ კონსულტირებას გადის ერთი ოჯახური წყვილი. მიმდინარეობს ინდივიდუალური კონსულტაციები 4 ბენეფიციართან - კრიზისული ოჯახების წარმომადგენელთან და მოზარდთან, რომელსაც დედასთან გართულებული ურთიერთობები აქვს.
მუშაობა ასევე წარიმართა ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, სადაც ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს იღებს 8 ოჯახური წყვილი და სამი კრიზისული ოჯახის წარმომადგენელი. ამას გარდა, ჩატარდა 6 ინდივიდუალური კონსულტაცია.
აქტიური ფსიქოლოგიური მუშაობა ხელს უწყობს ოჯახური კლიმატის გაუმჯობესებას.