ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მინი-პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ძალადობის პრევენციული მექანიზმები“. ტრენინგს ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების გამგეები, პედაგოგები, მშობლები.
- რა პასუხისმგებლობები აკისრია საბავშვო ბაღის პედაგოგებს ძალადობის პრობლემის პრევენციაში, რას ნიშნავს ბავშვის გენდერული აღზრდა, რა უნდა გაკეთდეს პრევენციის თვალსაზრისით - ტრენინგზე, ძირითადად, ამ საკითხებზე გაკეთდა ფოკუსირება და მუშაობა რეალური ქეისების ანალიზით წარიმართა.
პროექტის მიხედვით, გაიმართა აგრეთვე შეხვედრა ბავშვთა ფსიქოლოგისა და სოციალური აგენტის ჩართულობით. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაციის მიღების კუთხით ტრენინგი და შეხვედრა მათთვის მნიშვნელოვანი იყო.