ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში სხვა პროფესიულ კურსებთან ერთად საბუღალტრო აღრიცხვის კურსიც მოქმედებს. კურსის მონაწილე ქალები შეისწავლიან ბუღალტრული აღრიცხვის თეორიულ საფუძვლებს საერთაშორისო სტანდარტებით, მოქმედ კანონმდებლობას, აღრიცხვის მეთოდოლოგიას, ორისის პროგრამას. ყოველივე ეს მათ დასაქმების ახალ პერსპექტივას გაუხსნის.
მუშაობა მიმდინარეობს პოლონური ორგანიზაციის Human Doc Foundation პარტნიორული პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლის მხარდაჭერის და მოძალადესთან თერაპიული მუშაობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის ხელშეწყობით.