ლანჩხუთში დასკვნით შეხვედრაზე შეჯამდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი „ადგილობრივი თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრევენცია.“ აღნიშნულ იქნა, რომ ექვსთვიანი პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობა ეფექტიანი იყო - რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორ იმოქმედონ ძალადობის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. საბავშვო ბაღებში იურისტის, ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის ჩართულობით გაგრძელდა შეხვედრების ციკლი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)