ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა ფოთის მე-11 და მე-13 საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და პედაგოგებს. ფსიქოლოგმა კი აქტიურად იმუშავა აღსაზრდელებთან, არტ თერაპიის მეთოდის გამოყენებით. პროცესში ჩაერთნენ აღმზრდელებიც, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, ბავშვების ნახატების მეშვეობით ჩაწვდომოდნენ მათ შინაგან სამყაროს. ორივე ბაღში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის წარმოდგენები და ბავშვებმა ზღაპრების გმირების ენით მიიღეს ინფორმაცია გენდერულ მიდგომებთან და თანასწორობასთან დაკავშირებით.
მუშაობა წარიმართა ფოთის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში.