„მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“ - ამ მცირე პროექტის ფარგლებში წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურ მუშაობას გეგმავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალაქისა და თემის სამედიცინო ამბულატორიის ოჯახის ექიმებსა და ექთნებთან.
იანვარში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შემდეგ სამედიცინო პერსონალი აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივ კოორდინაციაში ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)