ფახულანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჯანსაღი მომავალი თაობისათვის“ ფარგლებში ჩატარდა მუშაობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
სოფელ ლიის არასრული სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა ტრენინგი. კონფლიქტი, ძალადობა, გენდერული სტეროტიპები, უთანასწორობა, ბულინგი, პრევენცია - არაერთი ნაცნობი თუ უცნობი სიტყვა იქნა ნახსენები ტრენინგზე და მთავარი: როგორ მოვაგვაროთ ჩვენს ყოველდღიურობაში წამოქმნილი პრობლემები.
მეორე აქტივობა გაიმართა სოფელ ფახულანში - შეხვედრა არასრული სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან კონფლიქტოლოგის, იურისტისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმირება ძალადობის და კონფლიქტების მართვის თემაზე.