- მშობლები ძალიან განიცდიან მათი შვილების გამო, რომლებსაც უჭირთ სასწავლო პროგრამებში ჩართვა, რადგან ამ ზონაში ინტერნეტთან წვდომა დაბალია; რამდენად შეეხება სახელმწიფოს ანტიკრიზისული პროგრამა აქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც იზოლაციის გამო უმუშევრები აღმოჩნდნენ; როდის გაიხსნება მოძრაობა, რათა შეძლონ საკვები პროდუქტებით ოჯახების მომარაგება; რა მდგომარეობაში არიან აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩაკეტილი მათი ახლობლები - ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს ქალებმა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) გამართულ ონლაინ შეხვედრაზე.
იდენტიფიცირებული პრობლემის ადვოკატირებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია.