„ქალის უფლება - თავის-უფლება“ - ასე ჰქვია მცირე პროექტს, რომელზეც ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მუშაობს. „გალერეა 34-ში“ შედგა პროექტის პრეზენტაცია „ქალთა კლუბის“ წევრების ჩართულობით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადრეული ქორწინების და ოჯახში ძალადობის საკითხს. პრეზენტაციის შესახებ სიუჟეტი მოამზადა სამაუწყებლო კომპანია „მე-9 ტალღამ“. პროექტი ითვალისწინებს ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას ოჯახში ძალადობის თემაზე.
.beპროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)