ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა პროექტის „ქალის უფლება - თავის -უფლება“ ფარგლებში ოქროს ტბაზე ქალთა კლუბის ჩართულობით გარბენი (მარათონი) გამართა თემატიკით - სპორტი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. პროექტი მოიაზრებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალბატონების გააქტიურებას, რადგანაც ისინი ძალადობის რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. მარათონი პროექტის ბენეფიციართა ფსიქოთერაპიის კურსის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელშიც ისინი დიდი ენთუზიაზმით და ინტერესით ჩაერთნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)