„ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ - ასე ჰქვია ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტს. აგვისტოში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე საბავშვო ბაღების გამგეებთან და აღსაზრდელების მშობლებთან. ერთ-ერთი შეხვედრა გაიმართა საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო შემდეგ თემებს: კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რეაგირების მექანიზმები, არსებული მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)