სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ორ პროექტს ახორციელებს. ერთი პროექტის თანახმად, ჩატარდა ტრენინგები სენაკის 1-ლი საჯარო სკოლის და სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. თემა „გენდერი, ოჯახში ძალადობა და რეაგირების გზები“ - ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის და აქტიურადაც ჩაიარა. ორივე სკოლაში შეიქმნა აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც თანატოლებთან განაგრძობენ მუშაობას.
მეორე პროექტის ფარგლებში გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებთან - მათ მიეწოდათ ინფორმაცია კანონზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და რეაგირების მექანიზმებზე.