სექტემბერი განსაკუთრებით აქტიური იყო ფსიქოლოგის დღის წესრიგში - შემოვიდა 61 სატელეფონო ზარი ქუთაისიდან და რეგიონებიდან… ბენეფიციარებმა მიიღეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ფსიქოლოგი ეხმარებოდა მათ ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, საკუთარი რესურსების გაძლიერებაში, სიმშვიდის მოპოვებასა და პრობლემების მოგვარებაში.
ჩატარდა 5 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა სენაკის, ხონის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), წალენჯიხის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
ფსიქოლოგი აგრძელებს საკონსულტაციო მუშაობას ოჯახურ წყვილებთან და კრიზისულ ოჯახებთან, ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს კლიენტებთან.
შედეგი ყოველთვის დადებითია - კლიენტები აღნიშნავენ თავიანთი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.