მწნილის ასორტის დაგემოვნება მეტად ხალისიან, გულწრფელ ვითარებაში წარიმართა. აქტივობას მაღალი შეფასება მისცეს პროექტის მონაწილეებმა და სტუმრებმა. ეს იყო კულინარიის და სუფრის სერვირების შემსწავლელი მოკლევადიანი კურსის შემაჯამებელი ღონისძიება. კურსი გაიარეს სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულმა ბენეფიციარებმა. კურსი განხორციელდა თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „საქმით ვებრძვით ძალადობას და სიღარიბეს“ ფარგლებში. იგეგმება მომავალი საქმიანობები, თუ როგორ შეუძლიათ ამ ცოდნის გამოყენება თვითრეალიზაციისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)