„16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - კამპანიის დღეებში თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო დისკუსია სოციალურ ქსელში - „მსხვერპლიც ვარ და მოძალადეც“. აქცენტი გაკეთდა ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რომელიც დასჯადია, თუმცა მის გამო იშვითად ისჯება ვინმე. სოციალურ ქსელში ჩანს, რომ მხოლოდ მსხვერპლნი არ ვართ, ვართ მოძალადეებიც. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. სწორედ ამ თემაზე წარიმართა გულახდილი დისკუსია, რომელიც ასე საჭიროა საზოგადოების ინფორმირებისთვის.
ცენტრმა ჩაატარა შოურუმი „არ გამოგვეპაროს სამშობლოში დაბრუნების დრო“. ეს იყო ონლაინ შეხვედრა ემიგრაციის რთულ თემაზე. ნაჩვენები იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრის გადაღებული ფილმი „შინ“, რომელიც ემიგრანტების ტკივილს ეხება. კამპანიას მიეძღვნა ასევე ნახატების გამოფენა „ჩემი ოჯახი“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები სხვადასხვა სკოლიდან.