ფსიქოთერაპიული კონსულტაციები სხვადასხვა პრობლემის მიხედვით

1 2 

3 4

ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, სენაკში და ოზურგეთში ბენეფიციარები აგრძელებენ ფსიქოთერაპიული კონსულტაციების მიღებას სხვადასხვა პრობლემის მიხედვით: პიროვნული კონფლიქტები, სტრესი, ქრონიკული დაღლილობა, პიროვნული კრიზისი, დაბალი თვითშეფასება, აპათია, ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტრავმა.

სენაკში გაიმართა ჯგუფური შეხვედრა პრობლემური ბავშვების მშობლებთან - მათთან მუშაობა გაგრძელდება. სოფელ კახათშიც (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა შეხვeდრა დევნილთა ჯგუფთან - მათი მთავარი პრობლემა უკავშირდება რთულ სოციალურ და ყოფით პირობებს.

ამას გარდა შედგა 6 სატელეფონო საუბარი და 7 კონსულტირება სკაიპით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ძალადობის მონიტორინგი და მუშაობა მსხვერპლებთან

დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მოქმედ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ყოველთვიურად ტარდება ძალადობის მონიტორინგი. მაისში იდენტიფიცირებული იყო 10 ძალადობის ქეისი და შეივსო შესაბამისი ანკეტები.

იდენტიფიცირებული ქეისების უმეტესობა ფსიქოლოგიური და ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა. 1 ქალი გადამისამართდა ადგილობრივ თვითმმართველობაში ერთჯერადი დახმარების მისაღებად. იურისტებმა კონსულტაცია გაუწიეს - 3 მსხვერპლს, ხოლო ფსიქოლოგების ჯგუფი მუშაობს 3 ახალ იდენტიფიცირებულ მსხვერპლთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი ბულინგისა და ოჯახური ძალადობის თემაზე

1 2 3

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ვორკშოპი სოფელ კუხში თემაზე „ბულინგი და ოჯახური ძალადობა“. ვორკშოპის მსვლელობისას განხილული იყო ბულინგის სახეები, ოჯახური ძალადობის სტატისტიკა, ძალადობის სახეები, კონკრეტული მაგალითები. გაიმართა საინტერესო დისკუსია. ვორკშოპს ესწრებოდნენ სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, სამედიცინო სფეროს წარმომდგენლები და სკოლის მოსწავლეები. მსგავსი შეხვედრები ბულინგისა და ძალადობის პრევენციის მიზნით იმართება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

27 საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრა

1 2 3 4 5 6 7 8 9

ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია - არის შეკითხვები, პრობლემების დასმა, რჩევები მობილიზატორებისგან. მთავარი თემებია: ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახური კონფლიქტების მართვა, კანონის მხარდაჭერა; შემაკავებელი ორდერი, როგორც დამცავი მექანიზმი.

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცხრა ცენტრის მობილიზატორებმა 27  საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობასთან, ქალებთან, მამაკაცებთან, ახალგაზრდებთან, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრების მონაწილეები ეცნობიან საკანონმდებლო ბაზას და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერას ძალადობის პრევენციის პროცესში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ორსანტიასა და ახალკახათში

1 2

 3 4

20-21 მაისს ჩატარდა შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ორსანტიასა და ახალკახათში. შეხვედრების თემა იყო გენდერული და ოჯახური ძალადობა. მონაწილეებს დაურიგდათ ბუკლეტები, ნაჩვენები იყო ორი ვიდეორგოლი. შეხვედრები ჩატარდა ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში - ძალადობის პრევენციის მიზნით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები