ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი

ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა ივლისში შეავსეს ძალადობის მონიტორინგის 8 ანკეტა. ანკეტებში აღწერილია ძალადობის რეალური შემთხვევები - ქმრის და სხვა ოჯახის წევრების მხრიდან.

დაზარალებული ქალებიდან მხოლოდ ორმა მიმართა ფსიქოლოგს, ერთმა მათგანმა გაიარა იურიდიული კონსულტაცია და მიეცა მიმართულება შესაბამის სტრუქტურებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტების ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები

1 2

ოჯახური უფლებები, ქორწინების უფლებები და პირობები -  ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ფონდი „სოხუმის“ იურისტებთან შეხვედრებზე განხილეს.

შეხვედრების მონაწილეებმა ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რაც თავიანთი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ. ჩატარდა როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური კონსულტაციები წყალტუბოს, სენაკის, ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის. ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით კი ჯგუფური შეხვედრა გაიმართა სოფელ კახათში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდებთან თერჯოლაში, ფოთსა და ლანჩხუთში

1 2 3

„მე-6 კლასში ვიყავი, დედა საბერძნეთში რომ წავიდა, ახლა თექვსმეტის ვარ, მაგრამ მაშინდელი ემოციები მაინც მახსოვს. შინაგანი კონფლიქტი ყოველთვის მქონდა, ამ თემაზე არავისთან ვსაუბრობდი“.

„დედა თურქეთში დადის სამუშაოდ, პირველად მე მითხრა, უნდა წავიდე, სხვა გამოსავალი არ გვაქვსო. დავეთანხმე. მაგრამ მისი წასვლის მერე ოჯახში ყველაფერი შეიცვალა, არაფერი მაკლია მაგრამ თითქოს სიმშვიდე დამეკარგა, სულ გაღიზიანებული ვარ“.

ასეთი რეალური ისტორიების განხილვით მიმდინარეობდა დისკუსიები ახალგაზრდებთან თემაზე „ქალთა მიგრაცია - კავშირი ოჯახურ კონფლიქტებთან“. მონაწილეების აზრით, მიგრაცია ხშირად ქმნის ფონს სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის განვითარებისათვის, ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა და გამოსავალზე ფიქრი მნიშვნელოვანია.

ვორკშოპები გაიმართა თერჯოლაში, ფოთსა და ლანჩხუთში.    

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრები 9 მუნიციპალიტეტში

1 2 3 4 5 6 7 8

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები 9 მუნიციპალიტეტში მუშაობს (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი). ივლისში ცენტრების მობილიზატორებმა 27 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს სხვადასხვა ჯგუფთან. შეხვედრებზე განიხილეს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები. შეხვედრის მონაწილეებს აგრეთვე მიეწოდათ ინფორმაციები ადგილობრივი სოციალური პროგრამების შესახებ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ძალადობის მონიტორინგი 4 თვის მანძილზე

მომზადდა ძალადობის მონიტორინგის ოთხთვიანი (თებერვალი-ივნისი) ანგარიში.

შეივსო 52 ანკეტა. მათგან 31 ანკეტა შეავსეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისში - 4, წყალტუბოში - 4, ხონში - 3, ფოთში - 4, სენაკში - 3, ხურჩა-კოკში - 4, თერჯოლაში - 3, ოზურგეთში - 3, ლანჩხუთში - 3). ფსიქოლოგებმა და იურისტებმა შეავსეს 21 ანკეტა.

შემთხვევები, ძირითადად, ეხება ქალთა მიმართ ძალადობას - ქმრის, დედამთილის, ვაჟიშვილის, რძლის მხრიდან.

ძალადობის ფორმები: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური.

ძირითადად, მსხვერპლები არიან 35-55 წლის ასაკის ქალები. გამოვლინდა მამაკაცთა და ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის რამდენიმე ფაქტიც.

ბენეფიციარებმა გამოიყენეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების სერვისები: იურისტებს მიმართა 16 ადამიანმა, ფსიქოლოგებს - 29-მ. ფსიქოლოგის, იურისტის და კონფლიქტოლოგის ერთობლივი კონსულტაცია გაიარა 7-მა ოჯახურმა წყვილმა. იყო მუშაობა ტრავმებთან და მოზარდებთან - სამ-სამი შემთხვევა.

4 თვის განმავლობაში ფონდი „სოხუმის“ დახმარებით ორ ქალს მიენიჭა ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტ-კონსულტანტების და მობილიზატორების ჩართვით გამოწერილ იქნა ორი დამცავი ორდერი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები