საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრები 9 მუნიციპალიტეტში

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცხრა ცენტრმა (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) თავის მუნიციპალიტეტში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობასთან, ქალებთან და ახალგაზრდებთან, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, საბავშვო ბაღის და სკოლის პედაგოგებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.

შეხვედრებზე განხილული იყო შემდეგი თემები: კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ; შემაკავებელი ორდერი, როგორც დამცავი მექანიზმი; ეროვნული სამოქმედო გეგმა; ძალადობის გავლენა ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე; პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობა.

ასეთი შეხვედრების შედეგად იზრდება მიმართვიანობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და მოთხოვნა ფონდი „სოხუმის“ უფასო სერვისებზე - ძალადობის მსხვერპლის მხარდაჭერის კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აპრილი - ფსიქოლოგის მუშაობაში

1

აპრილი აქტიური თვე იყო ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მუშაობაში. სხვადასხვა პრობლემაზე ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული კონსულტირება მიიღო ექვმა ადამიანმა, ხოლო 14-მა  – ტელეფონითა და სკაიპით. ფსიქოთერაპია გაიარეს ოჯახურმა წყვილებმა, იყო ასევე მუშაობა ტრავმებთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი ნახახულევში

1 2 3

სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი) ვორკშოპი გაიმართა. ეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტით „არაძალადობრივი მომავალი თაობა“ იყო დაგეგმილი. ვორკშოპი მიეძღვნა ბულინგს, როგორც ძალადობის ერთ-ერთ სახეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, საბავშვო ბაღის გამგე, ლოგოპედი, ბიბლიოთეკარი.  განხილულ იქნა ბულინგის არსი და სახეები: სიტყვიერი, ემოციური, ფიზიკური, კიბერბულინგი. მონაწილეებმა ბევრი აუცილებელი ინფორმაცია შეიტყვეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუშაობა კრიზისულ ოჯახებთან

კრიზისულ ოჯახებთან თანამშრომლობა კომპლექსურია და ფსიქოლოგთან ერთად კონფლიქტოლოგიც ერთვება. თვის განმავლობაში სამ ოჯახთან წარიმართა მუშაობა. მიზეზი სხვადასხვა: ალკოჰოლი, უშვილობა, ხასიათის შეუთავსებლობა... თითოეული შეხვედრის შემდეგ იქმნება ინდივიდუალური გრაფიკი კრიზისული სიტუაციის დასაძლევად.

სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, სეანსი შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

შეხვედრიდან შეხვედრამდე წყვილებს საშუალება აქვთ, ონლაინ-კონსულტაციით ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ მამაკაცები მზად არიან ითანამშრომლონ ფსიქოლოგთან და დაძლიონ კრიზისი.      

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა სოფელ ორსანტიაში

1 2 3

ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში სოფელ ორსანტიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა და პრევენციული ნაბიჯები“. გაიმართა დისკუსია ძალადობის და მენტალიტეტის გავლენაზე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ისაუბრეს მსხვერპლის მხარდაჭერის პროგრამებზე.

ეს იყო ერთ-ერთი აქტივობა ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტში „უთხარი არა ძალადობას - იყავი აქტიური!“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები